ასოცირებული კორპორატიული საოპერაციო ბანკირი - კორპორატიული ბიზნესი
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 41%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 29%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.
აღნიშნული წამყვანი ბიზნეს მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ასოცირებული კორპორატიული საოპერაციო ბანკირის პოზიციაზე.
- კორპორატიული კლიენტების სრულყოფილი და მაღალი ხარისხით მომსახურების უზრუნველყოფა;
- მომსახურების ხარისხის მაღალი დონის მისაღწევად ბანკისყველა სტრუქტურებთან კოორდინაცია;
- კორპორატიული კლიენტების მომსახურებასთან დაკავშირებული სავალდებულო დოკუმენტების სრულყოფილების უზრუნველყოფა;
- კლიენტების ბრუნვის და გადარიცხვების კონტროლი და შესაბამისი დაინტერესებული მხარისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
- კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე მათი თიბისი ჯგუფის საოპერაციო პროდუქტების სრული სპექტრით უზრუნველყოფა;
- უფლებათა მატრიცითა და ინსტრუქციებით განსაზღვრული საოპერაციო დავალებების შესრულება;
- სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან თანამშრომლობა კლიენტებისათვის პროდუქტების და მაღალი ხარისხის მომსახურების სრულყოფილად მიწოდების უზრუნველსაყოფად;
- საოპერაციო ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტისმათ შორის მინდობილობის ტექსტის და სხვადასხვა განაცხადების მომზადება, პასუხისმგებელ განყოფილებებთან შეთანხმება და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
- ოპერაციებთან დაკავშირებით კლიენტებთან კომუნიკაცია - პრობლემის გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
- არასტანდარტულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილებების მომზადება და შესაბამისი კომუნიკაცია;
- უმაღლესი განათლება;
- ბანკში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (აუცილებელია იურიდიული პირების მომსახურების კუთხით);
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
- საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა;
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
პიროვნული უნარ-ჩვევები
- მაღალი მოტივაცია;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ფოკუსირებული;
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;